ნივთის შეცვლა/დაბრუნება 

  • იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლისთვის მიწოდებული ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდება (მაგ: თავდაპირველი ნაკლი ან ვიზუალური დეფექტი) კომპანია შეცვლის აღნიშნულ ნივთს ახალი, ნაკლის არ მქონე ნივთით.
  • იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმდებიან, შესაძლებელია ნაკლის მქონე ნივთზე ფასის შემცირება.
  • იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდება, ხოლო კომპანიას არ აქვს სხვა ნივთი, რათა მოხდეს ნაკლიანი ნივთს შეცვლა, მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს ნაკლიანი ნივთი და მოითხოვოს მასში გადახდილი თანხის დაბრუნება. 
  • მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება: ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან; ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან; გ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან; დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
  • მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას დაეკისრება საქონლის დაბრუნების  ხარჯი.
  • მომხმარებელს დაეკისრება ისეთი ხარჯი, თუ მოვაჭრის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან.
  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა შეძენილი ნივთი გამოიყენა (ან იყენებდა გარკვეული დროის მანძილზე) და ნივთზე ცალსახად აღინიშნება გამოყენების კვალი, აღარ არის პირვანდელ მდგომარეობაში, კომპანია იტოვებს უფლებას , უარი თქვას ასეთი ნივთის უკან დაბრუნებაზე. გარდა იმ შემთხვევაში თუ ნივთი აღმოჩნდება ნაკლის მქონე.
  • მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს 14 კალენდარული დღის ვადაში  გაუგზავნოს შევსებული ფორმა (დანართი 1)  ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ.
  • ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.

ნივთის დაბრუნების შემთხვევაში შესავსები ფორმა.