წესები და პირობები

  • კომპანია მყიდველს შეძენილ ნივთს აწვდის საკურიერო მომსახურების საშუალებით.
  • ნივთს შეძენა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშწორებით, თანხის გადარიცხვით ან განვადების საშუალებით, მოვაჭრე მომხმარებელს სთავაზობს მისთვის მორგებულ ნებისმიერ მეთოდს ნივთის შესაძენად.
  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს საქონელი იმის გამო არ მიეწოდება, რომ იგი ხელმისაწვდომი არ არის (მარაგში), მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ.
  • გაყიდული საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
  • იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლისთვის მიწოდებული ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდება (მაგ: თავდაპირველი ნაკლი ან ვიზუალური დეფექტი) კომპანია შეცვლის აღნიშნულ ნივთს ახალი, ნაკლის არ მქონე ნივთით.

 

კანონით გავთვალისწინებული საგარანტიო პოლიტიკა

  • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
  • მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-17−მე-19 მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.