გადახდის და მიწოდების პოლიტიკა

  • ნივთს შეძენა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშწორებით, თანხის გადარიცხვით ან განვადების საშუალებით, მოვაჭრე მომხმარებელს სთავაზობს მისთვის მორგებულ ნებისმიერ მეთოდს ნივთის შესაძენად.
  • კომპანია მყიდველს შეძენილ ნივთს აწვდის საკურიერო მომსახურების საშუალებით.
  • საკურიერო მომსახურების თანხას ანაზღაურებს მყიდველი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. საკურიერო მომსახურების თანხა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტერიტორიაზე, რომელ რეგიონში ( ქალაქი, რაიონი, სოფელი) ხდება მიწოდება და რომელს საკურიერო მომსახურებაზე შეთანხმდებიან მხარეები. ასევე საკურიერო მომსახურების ხარჯის ოდენობაზე, მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდება წინასწარ.
  • მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო თუ დათქმულ ვადაში მოვაჭრემ ვალდებულება არ შეასრულა, მომხმარებელმა მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს გონივრული დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს საქონელი იმის გამო არ მიეწოდება, რომ იგი ხელმისაწვდომი არ არის (მარაგში), მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ.
  • გაყიდული საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
  • იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქონლის მომხმარებლისთვის გაგზავნა, იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირი (გარდა გადამზიდავისა) საქონელზე ფაქტობრივ მფლობელობას მოიპოვებს, საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის. ასევე,  გაყიდულ საქონელს მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის, საქონლის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.